სტრასბურგში ორი ტრამვაი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ორი ტრამვაი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო AP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, ავარია ქალაქის ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან, სადგურისკენ მიმავალ გვირაბში 11 იანვარს, შუადღისას მოხდა.
ბას-რაინის დეპარტამენტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დირექტორმა რენე სელიემ განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად დაახლოებით 50 ადამიანი დაშავდა, ხოლო 100-მა შოკი განიცადა.
„დაახლოებით 50 ადამიანი შედარებით საგანგებო მდგომარეობაში იმყოფება. მათ აღენიშნებათ ისეთი დაზიანებები, როგორებიცაა თავის არეში ჭრილობა, ლავიწის მოტეხილობა და მუხლის დაჭიმვა. მაგრამ დაზიანებები კრიტიკული არ არის. შეიძლებოდა, ბევრად უარესი მომხდარიყო“, - განაცხადა მან.
შეჯახების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ერთ-ერთი ტრამვაი იმ დროს უკუსვლით მოძრაობდა.
ქალაქის მერმა ჟანა ბარსეგიანმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მომხდარს „სასტიკი შეტაკება“ უწოდა და მაშველებს მადლობა გადაუხადა.
ხელისუფლებამ შეჯახების მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო. მოსახლეობას ურჩიეს, მატარებლის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას თავი აარიდონ.
As we watch this horrific train collision in Strasbourg, France, let's remember that this is exactly the thing that Russia's GRU has been attempting to do IN FRANCE for the past year. pic.twitter.com/BoGZErcmBA
— Jay in Kyiv (@JayinKyiv) January 11, 2025