Loading data...
სტივ ვიტკოფი მიმდინარე კვირაში მოსკოვს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი შესაძლოა, ამ კვირაში მოსკოვს ეწვიოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა.

„დიახ“, - უპასუხა პრეზიდენტის თანაშემწემ შესაბამის კითხვას.

ვიტკოფი რუსეთს ბოლოს 11 აპრილს ეწვია, როდესაც სანქტ-პეტერბურგში კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მათი საუბარი ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მთავარი თემა უკრაინის საკითხის დარეგულირება იყო.

ეს ვიტკოფის რიგით მეოთხე ვიზიტი იქნება მოსკოვში.

აღსანიშნავია, რომ ხვალ, 23 აპრილს, ვიტკოფი ლონდონში უკრაინის საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.