Loading data...
სტივ უიტკოფმა ვლადიმერ პუტინს ჰუმანისტი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჰუმანისტი უწოდა. ამის შესახებ უიტკოფმა 21 ოქტომბერს, სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

„თქვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ ჩემი პრეზიდენტი, პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო, და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ. გამოვხატავ თქვენდამი პატივისცემას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

უიტკოფმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა პატიმრობიდან ამერიკელი სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა, რომელსაც ბრალად უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობა ედებოდა.