Loading data...
სტივ უიტკოფის კიევში ვიზიტის მოწვევა ძალაში რჩება - უკრაინის საგარეო უწყება

თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის კიევში ვიზიტის მოწვევა ძალაში რჩება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გეორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე ეწვევა თუ არა კიევს უიტკოფი, უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოწვევა ძალაში რჩება. 

ინფორმაციისთვის, 4 სექტემბერს პარიზში, ელისეის სასახლეში  საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ხელმძღვანელობით „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი და თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი ესწრებოდნენ.