Loading data...
სტივ უიტკოფი: რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა განაცხადა, რომ დავოსში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრით კმაყოფილია და დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამ პროცესის დასაწყისში გაურკვევლობა იყო, ხშირად ვგეგმავდი მოსკოვში გამგზავრებას. ვფიქრობ, იქ ჩასვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო“, – აღნიშნა უიტკოფმა.

უიტკოფის თქმით, 21 იანვრის საღამოს უკრაინის დელეგაციას ესაუბრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი და საპარლამენტო ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.

უკრაინელებო, თქვენ აქ შესანიშნავი მომლაპარაკებელი გუნდი გყავთ. ჩვენ ერთად ბევრი დრო გავატარეთ. ვფიქრობ, ერთ რამეზე შევთანხმდით. ასე რომ, ორივე მხარეს თუ სურს ამ საკითხის მოგვარება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე ეს გუშინ პრეზიდენტს ვუთხარი“, – განაცხადა უიტკოფმა.