Loading data...
სტივ უიტკოფი: მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ, ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა

„მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კიევში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა.

„მიმაჩნია, რომ მოსკოვში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, მოვისმინეთ ახალი იდეები. მოისმინეთ, როგორც საუბრობდა პრეზიდენტი ზელენსკი სამმხრივ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც, იმედი მაქვს უახლოეს ხანებში გამოცხადდება. მოსკოვში განვიხილეთ მრავალი სხვა იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ გვაქვს ყველაფერი, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო“, - აღნიშნა უიტკოფმა.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში უკრაინის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოლაპარაკებები სამ რაუნდად გაიმართა და ბოლო რაუნდს საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა და ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.