Loading data...
სტივ უიტკოფი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. 

The Times of Israel-ის ცნობით, უიტკოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

შეხვედრის თემა კი ირანს შეეხება. 

ამასთან, როგორც ცნობილია, 4 თებერვალს უიტკოფი ისრაელიდან აბუ-დაბიში გაემგზავრება, სადაც რუსეთ-უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.