1747947036
უცხოეთი
სტივ უიტკოფი ირანთან მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის რომში 23 მაისს ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანთან მოლაპარაკების ახალი ეტაპისთვის ემზადება. ის რომს 23 მაისს ეწვევა. ინფორმაციაზე Reuters წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იქნება და ის „როგორც პირდაპირი, ასევე, არაპირდაპირი ფორმატით“ ჩატარდება.
ამასთან ერთად, თეთრი სახლის პრესსპიკერის კეროლაინ ლევიტის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ „ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები სწორი გზით ვითარდება“.
პარალელურად, ირანის ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის მოთხოვნები ურანის გამდიდრების შეწყვეტის შესახებ „ზედმეტი და აღმაშფოთებელია“.