1754035991
უცხოეთი
სტივ უიტკოფი ღაზაში ჩავიდა - ისრაელის მედია

აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი ღაზას სექტორში ჩავიდა, რათა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის მუშაობა თავად ნახოს, - აღნიშნულის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება.
როგორც ისრაელის მედია წერს, უიტკოფი და აშშ-ის ელჩი ისრაელში, მაიკ ჰაკაბი აგრეთვე სხვა ობიექტებს ათვალიერებენ, რომელიც ღაზის ჰუმანიტარული დახმარების ფონდ ეკუთვნის, რომელსაც ისრაელი და აშშ უჭერენ მხარს.
„აშშ-ის ორი მაღალი თანამდებობის პირი დახმარების გამანაწილებელ მოქმედ პუნქტებს დაათვალიერებს, რათა უფრო მეტი სურსათის მიწოდების გეგმა შეიმუშაოს. ისინი ღაზას მოსახლეობას შეხვდებიან, რათა მათგან მოისმინონ ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია“, - აცხადებენ თეთრ სახლში.
Steve Witkoff at the food distribution center in Rafah pic.twitter.com/CITxdj8WwT
— Amit Segal (@AmitSegal) August 1, 2025