1747141153
უცხოეთი
სტივ უიტკოფი და კით კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და კით კელოგი სტამბოლში გაემგზავრებიან, სადაც, შესაძლოა, 15 მაისს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართოს.
როგორც გამოცემა წერს, პუტინმა უგულებელყო ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის რუსეთისადმი მოწოდება 30-დღიანი ზავის გამოცხადების შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.
ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, პირადად ჩაფრინდეს სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს.