სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდნენ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდნენ. მათ ვნუკოვოს აეროპორტში პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა. ამის შესახებ რუსული სააგენტო ТАСС იუწყება.
პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა ადრე განაცხადა, რომ კუშნერისა და უიტკოფის შეხვედრა პუტინთან დილით გაიმართება. მოსკოვიდან ტრამპის სპეცწარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად დუბლინში გაემგზავრებიან.
აღსანიშნავია, რომ 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები გამართეს. მხარეები პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა RBC-Ukraine-ის წყაროების ცნობით, რუსეთის დელეგაციამ უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის, ტერიტორიული საკითხების, ენერგეტიკისა და შავი ზღვის უსაფრთხოების განხილვაზე.
აბუ-დაბიში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ამერიკული დელეგაცია მოსკოვში შეეცდება, სამმხრივი მოლაპარაკებები ევროკავშირისა და ნატოს მონაწილეობით მრავალმხრივ ფორმატად გარდაქმნას.