Loading data...
სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ღაზაში ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა აქვს

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ღაზაში ომის დასრულებისა და მძევლების დაბრუნების გეგმა აქვს. 

„ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ შევწყვიტოთ ომი და დავაბრუნოთ ყველა სახლში“, – აღნიშნა სტივ უიტკოფმა.

მანვე დასძინა, რომ თეთრი სახლის ლიდერისთვის მძევლების გათავისუფლება მთავარი ამოცანაა.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი თელ-ავივში ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდა. 

„ჩვენ თქვენს შვილებს სახლში დავაბრუნებთ“, - უთხრა უიტკოფმა მძევლების ოჯახის წევრებს.