Loading data...
სტივ უიტკოფი: რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ტრამპს უთხრეს, რომ ირანისთვის აშშ-ის სამხედრო ძალების შესახებ ინფორმაცია არ გაუზიარებიათ

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადეს, რომ ისინი „არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო ინფორმაციას აშშ-ის სამხედროების ადგილმდებარეობის შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.

„პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს რუსებმა თქვეს, რომ არ აზიარებენ [სადაზვერვო ინფორმაციას]. შეგვიძლია, დავუჯეროთ მათ სიტყვას. ვიმედოვნოთ, რომ მართლაც არ უზიარებენ“, - განაცხადა ვიტკოფმა CNBC-თან ინტერვიუში.

სტივ უიტკოფის თქმით, საუბარი ჰქონდათ მას და ჯარედ კუშნერს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთან, რომელმაც იგივე გაიმეორა.

„ცალ-ცალკე, ჯარედსა და მე სატელეფონო საუბარი გვქონდა უშაკოვთან [რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთან], რომელმაც იგივე გაიმეორა… იმედი ვიქონიოთ, რომ არ უზიარებენ“, - დასძინა უიტკოფმა.

უიტკოფმა, ასევე, აღნიშნა, რომ ის და კუშნერი ჟენევაში მომავალ კვირას გაემგზავრებიან რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის.