Loading data...
სტიქია შრი-ლანკაში - ციკლონ „დიტვას“ ასობით მსხვერპლი ჰყავს

დატბორილი ქუჩები, დანგრეული სახლები და ასობით დაღუპული - ასე გამოიყურება შრი-ლანკა ციკლონ „დიტვას“ შემდეგ. ბოლო მონაცემებით, ბუნებრივმა კატასტროფამ, ქვეყნის მასშტაბით, 2 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა და 600-ზე მეტი იმსხვერპლა. განადგურებულია 4 000-ზე მეტი სახლი. მოსახლეობა სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვის.

200-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ასობით ათასი ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი.

აქტიურ რეჟიმში მუშაობს კატასტროფების მართვის ცენტრი. მათი ინფორმაციით ამ დრომდე დაზარალებულია 500 000-ზე მეტი ოჯახი. საფრთხის შესახებ გაცემულია გაფრთხილება კანდის, კეგალეს, კურუნეგალას, მატალეს და ნუვარა ელიას რაიონებში.

9-11 დეკემბრამდე მეტეოროლოგიის დეპარტამენტი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ნალექის ზრდას პროგნოზირებს. ქვეყანა სტიქიური უბედურების მეორე ტალღის მოლოდინშია.