Loading data...
სტარმერმა და მაკრონმა პუტინს მოუწოდეს, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლებელი გახდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ლიდერებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. მათ, ასევე, მოუწოდეს რუსეთს, დათანხმდეს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უკრაინა მშვიდობიანი დიალოგისთვის მზადყოფნას აჩვენებს და ომის დასრულებით დაინტერესებულ მხარედ რჩება.

„უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ლიდერებმა განიხილეს რუსეთის მიერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების აუცილებლობა, რათა შესაძლებელი გახდეს მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება. უკრაინამ დაამტკიცა, რომ მზადაა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და მშვიდობის მხარეს იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ მაკრონმა და სტარმერმა განიხილეს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მომავალი სამიტის, ასევე, მომდევნო კვირებში დაგეგმილი ევროკავშირ-დიდი ბრიტანეთის სამიტის მზადება.