Loading data...
სტარმერის თქმით, მას არ სჯერა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა საჰაერო დარტყმების გზით შესაძლებელია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა  სახმელეთო ოპერაციის გარეშე, დაბომბვის გზით შესაძლებელია.

სტარმერმა აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბრიტანეთი ირანზე დარტყმებს არ შეუერთდა.

„ამ მთავრობას არ სჯერა რეჟიმის შეცვლის საჰაერო დარტყმების გზით“, - განაცხადა სტარმერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო მოქმედებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და „კარგად შემუშავებული გეგმა მიღწევადი მიზნით“.

„სწორედ ეს პრინციპები გამოვიყენე, როდესაც გადავწყვიტე, არ მიმეღო მონაწილეობა აშშ-ისა და ისრაელის შეტევით დარტყმებში“, - ხაზგასმით აღნიშნა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.