Loading data...
სტარმერი ტრამპის კრიტიკას პასუხობს: ჩემი მოვალეობაა, შევაფასო, რა შედის ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში, ეს არის ის, რაც გავაკეთე და ამ პოზიციაზე ვრჩები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკას, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დიდი ბრიტანეთის ლიდერმა ირანზე დარტყმებისთვის აშშ-ს დიეგო გარსიას ბაზაზე წვდომა დაუბლოკა. 

სტარმერმა დაადასტურა, რომ ტრამპმა „გამოთქვა თავისი უთანხმოება“ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ მიეღო მონაწილეობა ოპერაციაში ადრეულ ეტაპზე.

„მაგრამ ჩემი მოვალეობაა, შევაფასო, თუ რა შედის დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში“, - განაცხადა სტარმერმა და დასძინა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება.

მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა „ერაყისგან გაკვეთილები ისწავლა“, რამაც გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე, არ ჩართულიყო ირანის წინააღმდეგ შეტევით დარტყმებში.

„ყველას გვახსოვს ერაყის შეცდომები და მათგან ვისწავლეთ. დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ ქმედებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და კარგად გააზრებული გეგმა“, - აღნიშნა მან.