სტარმერი: დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი აშშ-ში არ უნდა იყოს ლორდთა პალატის წევრი ეპშტეინთან მისი კავშირების გამო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი, რომელიც შემოდგომაზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებულ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო, ლორდთა პალატის წევრი არ უნდა იყოს. ამის შესახებ BBC წერს.
სტარმერი მიიჩნევს, რომ მანდელსონი „არ უნდა იყოს ლორდთა პალატის წევრი“ და ამიტომ სთხოვა კაბინეტის მდივანს, „დაუყოვნებლივ“ გადახედოს ყოფილი ელჩის ეპშტეინთან კონტაქტების შესახებ ყველა არსებულ ინფორმაციას.
ამავდროულად, „დაუნინგ სტრიტმა“ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლებამოსილება, პირდაპირ ჩამოართვას მანდელსონს ტიტული. ამიტომ მან მოუწოდა ლორდთა პალატის წევრებს, მთავრობასთან ერთად იმუშაონ პალატის დისციპლინური პროცედურების მოდერნიზებისთვის, რათა გამარტივდეს იმ ლორდებისთვის ტიტულის ჩამორთმევის პროცედურა, რომლებმაც პალატის დისკრედიტაცია მოახდინეს.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატა, ლორდთა პალატა, მემკვიდრეობით უფლებებს ეყრდნობა.