სტარმერი: ბრექსიტის შეთანხმებამ ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა, ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობაა საჭირო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სიტყვით გამოსვლისას აღიარა, რომ ბრექსიტის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბრიტანეთის ეკონომიკას. სტარმერის სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.
„მინდა სრულიად ნათლად განვაცხადო, რომ არ არსებობს სანდო ეკონომიკური ხედვა ბრიტანეთისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენს პოზიციონირებას, როგორც ღია, სავაჭრო ეკონომიკის.
ამიტომ, ყველამ უნდა შევხედოთ რეალობას, რომ ბრექსიტის შეთანხმებამ მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ეკონომიკა და ეკონომიკური აღდგენისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უთანხმოებების შემცირება“, - განაცხადა მან.
სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა „ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ სვლა უნდა გააგრძელოს“. „და ჩვენ საკმარისად მომწიფებულები უნდა ვიყოთ იმის მისაღებად, რომ ეს კომპრომისს მოითხოვს“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, კომპრომისის საკითხი ეხება დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ურთიერთობებს მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან.
„როგორც ამ მთავრობის შემთხვევაში ნახეთ, თუ ურთიერთობების დამყარება გსურთ, გარიგებები უნდა დადოთ. ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ აშშ-სთან, ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ინდოეთთან, ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ევროკავშირთან და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.