1783457561
უცხოეთი
სტამბოლსა და ანკარაში ნატოს სამიტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა
სტამბოლის ცენტრში, ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ AP-ი იტყობინება.
სტამბოლში აქციის მონაწილეები მემარცხენე, პროპალესტინური და ქურთული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ.
აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში სკანდირებდნენ - „მკვლელებო, გაეთრიეთ ჩვენი ქვეყნიდან“.
დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ არ ეთანხმებიან ანკარაში ნატოს სამიტის ჩატარებას და ალიანსს „ომებისა და ძალადობის ინსტრუმენტად“ მიიჩნევენ.
ამასთან, აქცია გაიმართა ანკარაშიც.
ანკარაში, სადაც ნატოს სამიტის პერიოდში საპროტესტო აქციები აკრძალული იყო, პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა და დაახლოებით 20 ადამიანი დააკავა.