Loading data...
სტამბოლის ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა - თურქული მედია

სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლის ცენტრში, ბეშიქთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს. როგორც CNN თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს, შენობაში ცეცხლი დღის საათებში, სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა. 

სტამბოლის გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, მათგან შვიდი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. 

როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, მომხდარზე დაიწყო გამოძიება.