1777925125
უცხოეთი
„სრულ და ლეგიტიმურ უფლებას ვიტოვებთ, ვუპასუხოთ ირანის თავდასხმას“ - არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება რაკეტებითა და დრონებით ირანის მიერ განხორციელებულ იერიშს განცხადებით გამოეხმაურა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანს სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ახალ დარტყმებთან დაკავშირებით.
„ეს თავდასხმები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას და მიუღებელია. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და გაეროს წესდებას. არაბთა გაერთიანებული საამიროები იტოვებს სრულ და ლეგიტიმურ უფლებას, უპასუხოს ამ თავდასხმებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯაირას პორტში ირანული დრონით თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.