1770211256
უცხოეთი
სროლა სლოვაკეთის ერთ-ერთ სკოლაში - მოსწავლემ თანაკლასელები დაჭრა
სლოვაკეთის ქალაქ ნოვე-მესტო-ნად-ვაჰომში წმინდა იოსების სკოლაში სროლა იყო, რის შედეგადაც სასწავლო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ Aktuality იტყობინება.
სლოვაკეთის განათლების მინისტრის თქმით, მეექვსე კლასის მოსწავლემ პნევმატური პისტოლეტით ორი თანაკლასელი დაჭრა. დაჭრილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მათ ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
„ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელებს პნევმატური პისტოლეტიდან ესროლა, ორ მოსწავლეს კი ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება. საბედნიეროდ, მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადეს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა.
ინციდენტის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს.