1738676484
                
            
            
            
                უცხოეთი
            
        სროლა შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში - დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა
        შვედეთის ქალაქ ორებროს ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.
„ხუთ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს“, - აღნიშნა პოლიციამ.
მოსწავლეები უსაფრთხოების მიზნით სკოლის შენობაში დატოვეს.
დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. პოლიცია ოპერაციას აგრძელებს.
„მთავრობა მჭიდრო კავშირშია პოლიციასთან და ყურადღებით აკვირდება მოვლენებს“, - განაცხადა შვედეთის იუსტიციის მინისტრმა.