Loading data...
სროლა დეტროიტის აკვაპარკში - დაჭრილია 9 ადამიანი

აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას DW ავრცელებს

მედიის ცნობით, სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ბავშვები. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც მედია წერს, თავდამსხმელმა  პარკის ტერიტორიაზე 30-მდე გასროლა განახორციელა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ თავდამსხმელი მოგვიანებით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. მან სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.