1728829408
უცხოეთი
Spiegel - ჯო ბაიდენს მომავალ კვირას გერმანიაში ვიზიტი სურს
აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს მომავალ კვირას გერმანიაში ჩასვლა სურს. ამის შესახებ Spiegel-ი ბერლინში კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროს თქმით, ბაიდენის ვიზიტის ორგანიზება უკვე განიხილება გერმანიის მთავრობისა და უსაფრთხოების უწყებების ხელშეწყობით.
გამოცემის ცნობით, ოფიციალური შეხვედრები პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და კანცლერ ოლაფ შოლცთან 18 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
„ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი, სავარაუდოდ, უკრაინის დასავლელი მოკავშირეების შემდგომ ქმედებებს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს შეეხება“, - წერს მედიასაშუალება.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი გერმანიაში ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადადო.