SpaceX-ის რაკეტის ფრაგმენტი მთვარეს შეეჯახა
კომპანია SpaceX-ის რაკეტის, Falcon 9-ის ზედა საფეხური მთვარეს შეეჯახა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მანამდე აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA) განაცხადეს, რომ შეჯახების ადგილი გადაღებული იქნება. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ შეჯახების შედეგად 18 მეტრის დიამეტრის და 4 მეტრის სიღრმის კრატერი გაჩნდებოდა.
2025 წლის 15 იანვარს კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon 9 მთვარის ორბიტაზე გაიყვანა. პირველი საფეხური დედამიწაზე დაბრუნდა, ხოლო მეორე საფეხური კოსმოსში დარჩა. „მზის აქტივობისა და გრავიტაციული ზემოქმედების“ გამო ის ტრაექტორიას ასცდა და მთვარისკენ გაფრინდა.
მთვარის შეჯახება დედამიწისთვის საფრთხეს არ ქმნიდა, მაგრამ ამ ფაქტმა კოსმოსური ნაგვის მიმართ სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო. დღეს დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის 46 ათასი ობიექტია, რომელთა საერთო მასა 17 ათას ტონას შეადგენს.