Loading data...
SpaceX ბირჟებზე აქციების განთავსებას გეგმავს

ილონ მასკის კორპორაცია SpaceX-მა განაცხადი შეიტანა, რომლის მიხედვით ბირჟებზე აქციების განთავსებას (IPO) გეგმავს, ამ გზით კომპანია 75 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვას გეგმავს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

აქციების განთავსება ამერიკულ ბირჟაზე, Nasdaq-ზე იგეგმება და მისი ტიკერი SPCX იქნება. განაცხადის მიხედვით, IPO-ს განხორციელების შემდეგ მასკი შეინარჩუნებს კორპორაციის გენერალური დირექტორის, ტექნიკური დირექტორის და კომპანიის გენერალური დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებს.

კომპანიის განცხადებაში პირველად 24 წლის განმავლობაში მან ფინანსური მაჩვენებელი გაასაჯაროვა. 2025 წელს SpaceX-ის მოგებამ 18,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. კომპანია დიდი ოდენობით სახსრებს ხელოვნური ინტელექტის და ახალი რაკეტების შექმნაზე ხარჯავდა.

კომპანია SpaceX 2022 წელს შეიქმნა, მან აეროკოსმოსურ სფეროში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მრავალჯერადი რაკეტებისა და Starlink-ის პროექტების განხორციელებით. ბოლო პროექტის მიხედვით, კოსმოსში 10 000 სატელიტი იყო გაშვებული, რაც მთელ მსოფლიოში ინტერნეტთან წვდომას უზრუნველყოფს. ილონ მასკის მომავალი ამბიციური გეგმა მარსზე ადამიანის კოლონიის შექმნას გულისხმობს.