1788338645
უცხოეთი
სოციალურ ქსელებში კიევის ერთ-ერთ რაიონში სროლის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის ბერეზნიაკის რაიონში სროლა მოხდა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.
ადგილზე პოლიციის და სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. ისინი შუმსკის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლთან მივიდნენ. ამავე წყაროების ცნობით, ინციდენტი ღამით მოხდა.
ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების ან დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.
ტელეგრამ-არხები ვარაუდობენ, რომ საუბარია სპეცოპერაციაზე. ამის გამო შუმსკის ქუჩაზე ორივე მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იყო გადაკეტილი.