Loading data...
სომხური მედია: სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს

სომხური მედიის ცნობით, სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს.

მედიის ცნობით, კარაპეტიანს ფულის გათეთრება და ქონების გაფლანგვა ედება ბრალად. საქმის მასალების მიხედვით, კარაპეტიანმა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე „სომხეთის ელექტროქსელების“ ხელმძღვანელი იყო, კომპანიას დიდი მატერიალური ზარალია მიაყენა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კარაპეტიანის მიერ მიყენებული ზარალი 64 მილიარდ დრამზე მეტია.

საქმის ფარგლებში, სამართალდამცველებმა დღეს 65 ბინასა და კომპანიის მისამართზე ერთდროული ჩხრეკა ჩაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სამველ კარაპეტიანი სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შინაპატიმრობაში იმყოფება. მას, ასევე, ბრალი წაუყენეს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობისკენ საჯაროდ მოწოდებაში.