Loading data...
სომხეთში საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავეს

სომხეთში მოძრაობის, „წმინდა ბრძოლის“ წევრები, არტურ დემირჩიანი, ლუსინე გრიგორიანი და ოვნათან დემირჩიანი დააკავეს. ამის შესახებ news.am იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიციონერი აქტივისტები ერევანში, მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთში სახელმწიფო გადატრიალება აღიკვეთა, რომელსაც „კრიმინალ-ოლიგარქიული სასულიერო პირები“ გეგმავდნენ.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საუბარია „წმინდა ბრძოლის“ მოძრაობის მიმართ ბრალდებებზე, რომელიც სომხეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდა. მოძრაობის ინიციატორად და ხელმძღვანელად არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანია დასახელებული.