Loading data...
სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის სქემაში მონაწილეობისთვის 5 ადამიანი დააკავეს

სომხეთში, ხმების მოსყიდვის სავარაუდო სქემის ბრალდებით, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბლოკი „ძლიერი სომხეთიც“ არის გარეული, 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს

ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებულმა ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება კომისიის წევრების შერჩევისას.

მან შეარჩია ისეთი წევრები, რომლებიც კორუფციულ გარიგებაზე დათანხმდნენ და თავიანთი ფუნქციების შესრულებისთვის მიიღეს ფულადი ანაზღაურება, რის სანაცვლოდაც უნდა უზრუნველეყოთ, რომ ამომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობას ხმა ბლოკ „ძლიერი სომხეთისთვის“ მიეცა.