1780863541
უცხოეთი
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც ფაშინიანის პარტია ლიდერობს
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შედეგები ცესკოს თავმჯდომარემ ვაანგ ომაკიმიანმა წარადგინა.
მედიის ცნობით, ელექტრონული ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა რაოდენობა 537-ს შეადგენდა, მათგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 410-მა ადამიანმა. ბათილად გამოცხადდა 22 ბიულეტენი.
ხმები ასე გადანაწილდა: სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ მოიპოვა 330 ხმა, ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ და პარტიამ „ერთიანობის ფრთები“ 13-13 ხმა, ბლოკმა „სომხეთი“ კი რვა ხმა.