Loading data...
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი მოსკოვში დრონების თავდასხმის გამო ვერ დაეშვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა სანქტ-პეტერბურგში ავარიული დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც მოსკოვში დრონების თავდასხმის გამო დაშვება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ News.am-ი იუწყება. 

თვითმფრინავი ACJ319 დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტვერის რეგიონის თავზე წრეზე ფრინავდა და დაშვების შესაძლებლობას ელოდა, თუმცა საბოლოოდ სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში გადამისამართდა.

საჰაერო მოძრაობის შეფერხება ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დრონების თავდასხმას მოჰყვა.

ადგილობრივების თქმით, აფეთქებების ხმა მოსკოვის ოლქში, ზელენოგრადში, რამენსკოეში, ოდინცოვოსა და დუბნაში ისმოდა.