1783084561
უცხოეთი
სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემა ეკრძალებათ
სომხეთის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებას. აღნიშნულ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური და „ნიუსამი“ ავრცელებს.
კანონპროექტი მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატების მიერ იყო ინიციირებული.
კანონის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ წელზე მეტი ხნით არ იმყოფებოდნენ სომხეთში.
გამონაკლისები დაიშვება მათთვის, ვინც სამსახურებრივი მივლინებით ან ტრენინგებით უცხოეთში იმყოფებოდა.
კანონი 63 ხმით მიიღეს.
სომხეთის ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.