Loading data...
სომხეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი დააკავეს

„სომხეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი გაგიკ ხაჩატრიანი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლე არამ გრიგორიანმა მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მედიის ინფორმაციით, გაგიკ ხაჩატრიანი 1-ელ სექტემბერს დააკავეს. იგი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე სასამართლოში საკაცით გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ დაკავების შუამდგომლობა გამთენიისას დაკმაყოფილდა და სასამართლო პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.