Loading data...
სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ dw იტყობინება. 

როგორც „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რაც მოგვიანებით აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა. 

ამ შეთანხმების შედეგად , ერევანი ბაქოს ოთხ სოფელს დაუბრუნებს, რომლებსაც სომხეთი 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა.

„ამ პროცესში სომხეთი იღებს საზღვრების დელიმიტაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას“, - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. 

გარდა ამისა, ბაქო და ერევანი ასევე შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში გაიყვანონ სამხედროები აღნიშნული მონაკვეთებიდან. 

შეგახსენებთ, 17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მთიანი ყარაბაღიდან „სამშვიდობოების“ გაყვანა დაიწყო – ინფორმაცია კრემლშიც დაადასტურეს.