1736778615
უცხოეთი
სომხეთი არ განიხილავს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა რამით ჩანაცვლებას - სომხეთის ეკონომიკის მინისტრი
სომხეთის მთავრობა არ განიხილავს ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხს - ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა განაცხადა.
„ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა რამით ჩანაცვლებაზე“, - განაცხადა მინისტრმა.
თავის მხრივ, სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ხოჰანისიანმა განაცხადა, რომ ერევანი აფასებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან ქვეყნის შესაძლო გასვლის რისკებს.
„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გათვლები, ვაფასებთ ყველა რისკს, მათ შორის ამ საკითხზე ბევრი რისკია“, - განაცხადა მინისტრმა.