1754203254
უცხოეთი
სოჭში დრონებით იერიშის შედეგად ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა - სოჭის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის ქალაქ სოჭში ნავთობის ბაზაზე საწვავის რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, დრონებით იერიშს უკავშირდება. სოჭის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
აღნიშნული ფაქტი სოჭის მერმა ანდრეი პრუშუნინმა დაადასტურა.
მისივე თქმით, დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა შენობები, რომლებიც მდებარეობს ავტოსამრეწველო კოოპერატივის ტერიტორიაზე.
ხანძრის ლიკვიდაციაში 127 მეხანძრე და 35 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.