Loading data...
სმოლენსკის ოლქში დრონების იერიშის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 თანამშრომელი დაიღუპა - რუსული მხარე

რუსეთში, სმოლენსკის ოლქზე უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს. 

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის ვასილი ანოხინის თქმით, იერშიჩსკის მუნიციპალურ ოლქში დრონის თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა.

გარდა ამისა, ანოხინის თქმით, კიდევ ორი ​​მეხანძრე და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა.

როგორც ვასილი ანოხინმა აღნიშნა, ჩამოაგდეს 31 დრონი. 

„დრონებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმა სცადეს“, - აცხადებს ანოხინი.