1772625066
უცხოეთი
სლოვაკეთმა უკრაინასთან ელექტროენერგიის საგანგებო მიწოდების შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გაწყვიტა
სლოვაკეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ენერგოკომპანიამ SEPS-მა უკრაინის „უკრენერგოსთან“ ელექტროენერგიის საგანგებო მიწოდების შესახებ კონტრაქტის გაწყვეტა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ეს ნაბიჯი ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა.
SEPS-ის დირექტორმა მარტინ მაგათმა განაცხადა, რომ სლოვაკეთიდან უკრაინაში ელექტროენერგიის საგანგებო მიწოდება ბოლოს იანვარში განხორციელდა.
მისი თქმით, კიევმა სლოვაკეთს ელექტროენერგიის საგანგებო მიწოდების აღდგენა სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
SEPS-სა და Ukrenergo-ს შორის ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის მოთხოვნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ წარადგინა.