Loading data...
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება დაიწყო - ნავთობის მიწოდების აღდგენა ხვალისთვის იგეგმება

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დენისა საკოვას ინფორმაციით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება უკვე დაწყებულია, ხოლო მიწოდება ხვალ აღდგება.

„უკრტრანსნაფტას“ ინფორმაციით, დღეს დილით ნავთობსადენ „დრუჟბაში“ ბელარუსიდან, უკრაინის მხარეზე წნევის აწევა და ნავთობის შევსება დაიწყო. მოსალოდნელია, რომ ნავთობის გადაქაჩვა და სლოვაკეთისთვის მიწოდება ხვალ დილით (23 აპრილს) დაიწყება“, - წერს საკოვა.