Loading data...
სლოვაკეთის პრემიერი: სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტის კენჭისყრის გადადებას, ვიდრე გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება.

ფიცომ განაცხადა, რომ მან სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იური ბლანარს სთხოვა, 18 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე სანქციების პაკეტის სასარგებლოდ ხმა არ მისცეს მანამ, სანამ რუსული გაზის მიწოდების საკითხი არ გადაწყდება.

„გვსურს, რომ ახლა სანქციებზე კი არა, ამ თემაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ ბრატისლავას სურს იცოდეს, რა გარანტიები იქნება წარმოდგენილი გაზის საკმარისი რეზერვების ხელმისაწვდომობასთან და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ფასები მკვეთრად არ გაიზრდება.

„სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს“, - დასძინა ფიცომ.