1758092890
უცხოეთი
სლოვაკეთის 16 ქალაქში ანტისამთავრობო აქციები გაიმართა

სლოვაკეთის მასშტაბით ათასობით ადამიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ეკონომიკური და პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ გამოვიდა.ამის შესახებ AP წერს.
მედიასაშუალების ცნობით, აქციები 16 დიდ ქალაქში გაიმართა, მათ შორის ბრატისლავაში.
პროტესტის ბოლო ტალღა რობერტ ფიცოს ჩინეთში ვიზიტმა გამოიწვია, სადაც ის კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მესამედ შეხვდა.
მასთან, მედიის ცნობით, მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებულმა ეკონომიკურმა პაკეტმა კიდევ უფრო გააძლიერა მოსახლეობის პროტესტი.
სლოვაკეთის მთავრობა აცხადებს, რომ ეს ზომები აუცილებელია ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად.
ექსპერტების ვარაუდით, წელს დეფიციტი 5%-ზე მეტი იქნება, რაც ევროკავშირის მიერ დადგენილ 3%-იან ლიმიტს აღემატება.