სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აჩერებს
„სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აჩერებს“, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.
ფიცოს თქმით, თუ უკრაინა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას“ ნავთობსადენით არ განაახლებს, მაშინ სლოვაკეთი უკრაინას ენერგოსისტემის სტაბილიზაციაში არ დაეხმარება.
მისი თქმით, ეს პირველი საპასუხო ნაბიჯია, რომლის გადადგმის უფლებაც სლოვაკეთის მთავრობას აქვს.
ამასთან, ფიცომ თქვა, რომ სლოვაკეთს შეუძლია კიდევ უფრო შორს წავიდეს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას გადახედოს.
„თუ უკრაინული მხარე კვლავაც ზიანს მიაყენებს სლოვაკეთის ინტერესებს სტრატეგიული ნედლეულის მომარაგების კუთხით, სლოვაკეთის მთავრობა ასევე გადახედავს თავის წინა კონსტრუქციულ პოზიციებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოამზადებს შემდგომ ზომებს“, - აცხადებს ფიცო.
სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ.