1770728834
უცხოეთი
სლავიანსკზე საჰაერო იერიშის შედეგად ქალი და ბავშვი დაიღუპნენ
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სლავიანსკზე საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანეს. ორი ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილები. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.
ცნობილია 14 დაჭრილის შესახებ. ერთი ბომბი კერძო სახლს მოხვდა. ნანგრევებში მაშველებმა ქალის და გოგოს ცხედრები აღმოაჩინეს.
დანგრეულია კერძო სახლები, საქვაბე, ასევე არასაცხოვრებელი შენობები.
ვინაიდან სლავიანსკი ფრონტის ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, მას რუსული ძალები რეგულარულად ბომბავენ.