Loading data...
Sky News: ჩინეთს უკრაინაში ომის გახანგრძლივება აწყობს, რადგან ამ ომში დიდ გეოპოლიტიკურ სარგებელს ხედავს

ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო ეკონომიკურ შედეგებს განიცდის, თუმცა მზადაა, აიტანოს ისინი, რადგან ამ ომში საკუთარი თავისთვის დიდ გეოპოლიტიკურ სარგებელს ხედავს. ეს მოსაზრება Sky News- თან კომენტარში ბრიტანელმა სამხედრო-პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა მაიკლ კლარკმა გამოთქვა.

მან აღნიშნა, რომ ჩინეთის ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე. მასზე უარყოფითად მოქმედებს უკრაინაში ომი. თუმცა, პეკინი მზადაა, ორი მიზეზის გამო შეეგუოს ამას.

„პირველ რიგში, მათ მოსწონთ იდეა, რომ ეს ნატოს დაშლის. ეს მათ აწყობთ. ეს ანგრევს არსებულ სისტემას. საერთაშორისო წესრიგი კოლაფსის მდგომარეობაშია. ჩინელებს ეს მოსწონთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

გარდა ამისა, კლარკის თქმით, რუსეთის დამარცხება ამჟამად პეკინისთვის მიუღებელია.

„მათ განსაკუთრებით არ სურთ პუტინის ტრიუმფის ნახვა, მაგრამ არც პუტინის დამცირების ნახვა სურთ. და არც პუტინის იმდენად დამცირების ნახვა, რომ რუსეთში რევოლუცია მოხდეს და რუსეთი ღრმად არასტაბილური გახდეს“, - დასძენს ექსპერტი.