Loading data...
Sky News: ბერლინი უკრაინის საკითხზე ევროპასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას ხედავს

გერმანია ევროპასა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე მიანიშნებს, თუმცა ბერლინმა ერთ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი. ამის შესახებ Sky News-ი წერს. 

გერმანელი მაღალჩინოსნის თქმით, ევროპასა და რუსეთს შორის უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დიალოგის შესაძლებლობები თანდათან იხსნება.

ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის შექმნა, რომელიც ევროკავშირისთვის „ეფექტური და სანდო“ იქნებოდა.

ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს ძლიერი მინიშნებები იმისა, რომ E3 ჯგუფი - გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი - კვლავაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ საკითხში.

თუმცა, მან აღნიშნა, რომ პროგრესს შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს.