სკოტ ბესენტი: მზარდი ტარიფები არის ჩინეთის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლი

„ჩინეთის მიმართ ტარიფების ზრდა გამოწვეულია ესკალაციის დაჟინებული მცდელობებით“, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„როგორც მე არაერთხელ მითქვამს და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას წლების განმავლობაში ამბობდა, ჩინეთს აქვს ყველაზე დისბალანსირებული ეკონომიკა თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში. ჩინეთი არის აშშ-ის სავაჭრო პრობლემების უდიდესი წყარო და მართლაც, ჩინელები პრობლემებს უქმნიან დანარჩენ მსოფლიოსაც. ჩვენ ვნახეთ, გასულ კვირას აშშ-მა სატარიფო ბარიერი რომ გამოაცხადა, ამ საქონლის დიდი ნაწილის შედინება ევროპაში უკვე დაიწყო“, - აღნიშნა ბესენტმა.
მისი თქმით, აშშ არ არის ჩართული სავაჭრო ომში.
„მე ამას სავაჭრო ომს არ ვუწოდებ, მაგრამ ვამბობ, რომ ჩინეთმა მოახდინა ესკალაცია და პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ვაჟკაცურად უპასუხა ამას. ჩვენ ვიმუშავებთ გამოსავალზე ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა ბესენტმა.
ბესენტის შეფასებით, მზარდი ტარიფები არის ჩინეთის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლი.