Loading data...
სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სკოტ ბესენტის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.

მისი თქმით, ჩინელ ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებები „პროდუქტიული“ იყო.

„დეტალებს ხვალ გავახმოვანებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო“, - განაცხადა ბესენტმა.

ამასთან, ბესენტი ამბობს, რომ ის და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი, ჯეიმსონ გრირი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გუშინ საღამოს ესაუბრნენ და მოლაპარაკებების შესახებ „ის სრულად ინფორმირებულია“.

„მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რამდენად სწრაფად შევძელით შეთანხმების მიღწევა - ეს მიანიშნებს, რომ განსხვავებები, შესაძლოა, ისეთი დიდი არც ყოფილა, როგორც თავიდან გვეგონა“, - განაცხადა გრირმა.